ანა გომეში:  რუსეთო, შეწყვიტე უკანონო ოკუპაცია

ანა გომეში: რუსეთო, შეწყვიტე უკანონო ოკუპაცია

ევროპარლამენტის წევრი ანა გომეში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

მან რუსეთს უკანონო ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„მწუხარებას გამოვხატავთ და ვიზიარებთ შეშფოთებას სამხრეთ ოსეთში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დაკავებულია. რუსეთო, შეწყვიტე უკანონო ოკუპაცია“, - დაწერა ანა გომეშმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.