მოვაჭრეების ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად სიგარეტის და მეორადი ტანსაცმლის ბაზრობა დაიწვა

მოვაჭრეების ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად სიგარეტის და მეორადი ტანსაცმლის ბაზრობა დაიწვა

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად სიგარეტის და მეორადი ტანსაცმლის ბაზრობა დაიწვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე მყოფმა მოვაჭრეებმა განუცხადეს. მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ ბაზრობაზე ხანძარი შეგნებულად გააჩნიეს.

ხანძრის ჩქარობას 24 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ტერიტორიაზე უსაფრთხოებისთვის იმყოფებოდნენ შს სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.