თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სადაც სავაჭრო ცენტრ "ქალაქის გულის" მესამე სართული იწვის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია, დიდუბის რაიონის გამგებელი და თბილისის საკრებულოს წევრები მივიდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული შენობის წინა მხარეს ხანძრის კერების ლოკალიზება შეძლეს. ადგილზე 24 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და რამდენიმე ერთეული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული.
ტერიტორიაზე უსაფრთხოებისთვის იმყოფებოდნენ შს სამინისტროს წარმომადგენლები. ადგილზე ვითარებას ასევე გაცნო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი.