კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.
„ღრმად შეშფოთებული ვარ სამხრეთ ოსეთში, საქართველოში განვითარებული მოვლენებით, კერძოდ, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილით და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის დაკავების ფაქტით. სამძიმარს ვუცხადებ ტატუნაშვილის ოჯახს. დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და საშუალება მისცენ მათ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაემგზავრონ“, - დაწერა ჯეიმს აპატურაიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.