ჩვენ არასდროს არ ვთხოვთ არც ევროკავშირს, არც რომელიმე სხვა ქვეყანას, ვინც სანქციებს შეუერთდა, მოგვიხსნან ეს სანქციები. არ დავიწყებთ რაიმე მოლაპარაკებების წარმოებას სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, ევროპის საქმიან წრეებში სულ უფრო ხშირად გამოხატავენ დაინტერესებას რუსეთთან არსებული არაჯანსაღი სიტუაციის გადალახვასთან დაკავშირებით.
„ასე იყო გერმანიის ბიზნესის წარმომადგენლების პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, შემდეგ ჩვენი პრეზიდენტი საფრანგეთის ბიზნესის წამომადგენლებსაც შეხვდა. არც ისე დიდი ხნის წინ მეც მქონდა შეხვედრა რუსეთის ფედერაციაში ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრებთან. ყველას ერთიანი პოზიცია აქვთ“, - აღნიშნა ლავროვმა და დასძინა, რომ მზად არიან ევროპელ პარტიორებთან თანამშრომლობისთვის.
მინისტრის თქმით, მზად არიან რაიმე წინასწარი პირობების გარეშე განაახლონ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობა.