არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერგნეთში არაგეგმური შეხვედრა ჩაინიშნა

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერგნეთში არაგეგმური შეხვედრა ჩაინიშნა

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმური შეხვედრა ჩაინიშნა. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე სწორედ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების და დაკავებულების -ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები იქნება განხილული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით, შეხვედრა ერგნეთში 15:00 საათზე დაიწყება.