სირიაში აშშ-ს მეთაურობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას არ აქვს იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი განადგურებულია. ამის შესახებ კოალიციის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკ რაიან დილონმა განაცხადა.
„კოალიციას არ აქვს 100%-იანი მტკიცებულება, რომ ის მოკლულია. სავარაუდოდ, ის ცოცხალია, ვინაიდან საპირისპიროს მტკიცებულებები არ არსებობს. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მის ძებნას“, - განაცხადა დილონმა.
მისი თქმით, კოალიცია გააგრძელებს არა მხოლოდ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის, არამედ „ისლამური სახელმწიფოს“ სხვა წამყვანი ფიგურების ძებნას.