ლინას ლინკევიჩუსი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დააყენებს

ლინას ლინკევიჩუსი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დააყენებს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რეპრესიული რეჟიმის მახინჯი სახე, - ასე გამოეხმაურა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს.

„ვგმობ საქართველოს მოქალაქეების დევნას და მოვითხოვ ადგილზე შეიქმნას ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. მე ამ საკითხს ხვალ წამოვაყენებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე“, - დაწერა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.