ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ის, რაც ცხინვალში მოხდა, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა.
”ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული და არავინ შეეხოს მათ სიცოცხლეს. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს”, - აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საოკუპაციო რეჟიმმა 22 თებერვალს საქართველოს სამი მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გულის შეტევით დაიღუპა.