არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება არის კიდევ ერთი მტკივნეული ისტორია და მტკივნეული შედეგი საქართველოს ოკუპაციის და რუსეთის აგრესიის

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება არის კიდევ ერთი მტკივნეული ისტორია და მტკივნეული შედეგი საქართველოს ოკუპაციის და რუსეთის აგრესიის

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება არის კიდევ ერთი მტკივნეული ისტორია და მტკივნეული შედეგი საქართველოს ოკუპაციის და რუსეთის აგრესიის, – ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

სოზარ სუბარის აზრით, იმის თქმა, რომ მსგავსი ფაქტების აცილება და საერთოდ გამორიცხვა შესაძლებელი იქნება, სანამ ოკუპაცია გრძელდება, არის ძალიან ძნელი.

"პირველ რიგში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ ბიჭების გასათავისუფლებლად, ვინც დღესაც დაპატიმრებული არიან. ამისთვის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის უდიდესი იმედი გვაქვს. ამავდროულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოკუპაციის დასრულება იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. სამწუხაროდ, საქართველო მარტო არ არის, რუსეთის აგრესია ვრცელდება ბევრ ქვეყანაზე, ჩვენს მეგობარ უკრაინაზეც, მაგრამ საერთაშორისო მხარდაჭერა გვაძლევს იმედს, რომ ოკუპაცია დამთავრდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.