რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ამერიკელმა კინოვარსკვლავმა ჯორჯ კლუნიმ სენსაციური განცხადება გააკეთა. მისტერ ჯორჯის მტკიცებით, ჰოლივუდში მუშაობა აღარ სურს. კლუნი ინდოეთში საცხოვრებლად გადასვლასა და ბოლივუდის კინოსურათებში გადაღებას აპირებს.
„ინდური კინოს თაყვანისმცემელი გახლავართ. ამ ქვეყანაში არაერთი პროფესიონალი პროდიუსერია და მათთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი.
ინდური კინო მაღალი ტემპებით ვითარდება. იქაური სურათები მსოფლიოში მალე წამყვან პოზიციებს დაიკავებენ.
მიმაჩნია რომ ინდურ კინემატოგრაფს სათანადოდ არ აფასებენ. ეს მცდარი შეხედულებაა. უახლოეს მომავალში აზიის კონტინენტზე გავემგზავრები და რამდენიმე წლით ინდოეთში დავსახლდები.
ამ ქვეყნიდან რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება გამაჩნია. იმედი მაქვს, ინდურ ფილმებში მონაწილეობით საკუთარ კარიერაში ახალ ფურცელს ჩავწერ.“ - განაცხადა ჯორჯ კლუნიმ.