აშშ-ს მოთხოვნა, კონფლიქტების დროს ქიმიური იარაღის გამოყენების დაუშვებლობაზე, აბსოლუტურად სერიოზულია, - ამის შესახებ ტელეარხ CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია სირიაში ამგვარი თავდასხმების აღკვეთაზე.
„ქიმიური იარაღის გამოყენებას შედეგები მოჰყვება. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე აჩვენა, რომ ამას შედეგები მოჰყვება“, - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
რექს ტილერსონის განცხადებით, აშშ-ს მიდგომები ამ საკითხისადმი სერიოზულია და ქიმიური შეიარაღება არც ერთ კონფლიქტში არ უნდა გახდეს ომის წარმოების რეგულარულ საშუალებად.