კორუფციის ორ საქმეზე ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებებია შეგროვებული

კორუფციის ორ საქმეზე ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებებია შეგროვებული

 

შეგროვებულია საკმარისი მტკიცებულებები, რათა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციაში, თაღლითობაში და ნდობის ბოროტად გამოყენებაში ბრალი ორ საქმეზე წაეყენოს, - ამის შესახებ ისრაელის პოლიციამ განაცხადა.

შეგროვებული მასალა გადაეცა პროკურატურას რეკომენდაციასთან ერთად, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს.

პირველი, ე.წ. „საქმე 1000“ ეხება ძვირად ღირებულ საჩუქრებს, რომლის საქმიანი წრეების წარმომადგენლებისგან მიღებაში ნეთანიაჰუს ადანაშაულებენ. მეორე, ე.წ. „საქმე 2000“ უკავშირდება ისრაელის პრემიერის მცდელობებს შეუთანხმდეს ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საგამომცემლო სახლის „ედიოტ აჰრონოთის“ მფლობელს, რათა მისმა კომპანიამ ისრაელის მთავრობის საქმიანობა დადებით ჭრილში გააშუქოს.

პოლიციის ვერსიით, ამის სანაცვლოდ ნეთანიაჰუ აპირებდა ისეთი კანონის მიღებას, რომელიც „ედიოტ აჰრონოთის“ მთავარი კონკურენტს, უფასო ყოველდღიური გაზეთის „ისრაელ ხა-იომის“ შესაძლებლობებს შეუზღუდავდა.