ძნელი, არასასიამოვნო და დამთრგუნველი სანახავი იყო მიხეილ სააკაშვილის აყვანის პროცესი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია გაირკვეს, რომ მისი უფლებები არის დაცული და რამე საფრთხე არ ემუქრება. „ადამიანურად ძალიან მძიმე საყურებელია ეს პროცესი, იმისდა მიუხედავად, ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს. ვსაუბრობთ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე. ამიტომ, მთავარი ამ წუთას არის ის, რომ გაირკვეს მისი ადგილსამყოფელი, ის, რომ მისი უფლებები არის დაცული და მას არ ემუქრება რაიმე საფრთხე. ძალიან ძნელია ახლა ვისაუბროთ ან ვაკრიტიკოთ, როცა ადამიანის ბედი ჰაერზე ჰკიდია“, - განაცხადა გიგი უგულავამ.