პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ტერიტორიაზე მიიღო, - ამის შესახებ პოლონური უწყების ოფიციალურ საიტზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის მიერ წარმოდგენილი განცხადება რეადმისიის შესახებ. უკრაინული მხარის განცხადების განხილვისას თავისი როლი შეასრულა იმ ფაქტმაც, რომ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეა”, - ნათქვამია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.