ანჯელინა ჯოლის საეჭვო აღიარება

ანჯელინა ჯოლის საეჭვო აღიარება

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, ინტერნეტის დახმარებით საინტერესო გამოკითხვა ჩატარდა. დაადგინეს მსოფლიო კინოს ისტორიაში ასი ყველაზე საუკეთესო შიშველი მსახიობი ქალის ვინაობა.

ამ „საპატიო“ სიის სათავეში მშვენიერი ანჯელინა ჯოლი მოექცა, რომელიც საკუთარი სიშიშვლით სატელევიზიო ფილმში „ჯია“ ბრწყინავდა.

მეორე პოზიციაზე წინა საუკუნის 80-იანი წლების ვარსკვლავი ფიბი კეიტსი გავიდა. ამ მსახიობმა 1982 წელს გადაღებულ სურათში „სწრაფი ცვლილებები რიჯმონტ ჰაის სკოლაში“ მკერდი გაიშიშვლა.

მესამე ადგილი ჩვენთვის კარგად ნაცნობ შერონ სტოუნს ერგო. ალბათ გახსოვთ მის მიერ განსახიერებული როლი კინოფილმში „ძირითადი ინსტინქტი“.

პირველ ათეულში ზემოთდასახელებული მსახიობების გარდა მოხვდნენ ჯესიკა ბილი, მარისა ტომეი, კელი პრესტონი, ჰოლი ბერი, ევა გრინი, ალისა მილანო და ენ ჰათაუეი.