გიულენის ორგანიზაციის წევრობაში ეჭვმიტანილი თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას საქართველოს მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობით ცდილობდა

გიულენის ორგანიზაციის წევრობაში ეჭვმიტანილი თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას საქართველოს მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობით ცდილობდა

ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიაციის FETO-ს წევრობაში ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელიც თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას საქართველოს მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობით ცდილობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

აღნიშნული შემთხვევა 2017 წლის 19 ოქტომბერს მოხდა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა.

როგორც თურქული მედია იუწყება, საუბარია თურქეთის მოქალაქე ვინმე ქერემ ოქიზე, რომელიც სარფის გამშვებ პუნქტზე დააკავეს საქართველოს მოქალაქის ყალბი საბუთით. აღნიშნული ყალბი საბუთი ზაზა ქადიძეს სახელზე იყო გაცემული.

ქერემ ოქი თურქეთში ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის წევრობაშია ეჭვმიტანილი.

არსებული ინფორმაციით, ის საქართველოს გავლით ნორვეგიაში აპირებდა გამგზავრებას.