ყირიმში პროვოკაციული ქმედებები გრძელდება, რუსეთი საკუთარი ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომებს იღებს

ყირიმში პროვოკაციული ქმედებები გრძელდება, რუსეთი საკუთარი ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომებს იღებს

რუსეთისა და უკრაინის საზღვარზე, ყირიმის რაიონში პროვოკაციული ქმედებები გრძელდება, რასთან დაკავშირებითაც რუსეთი ზომებს იღებს საკუთარი ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ყირიმის ნახევარკუნძულზე С-400 სისტემის რაკეტების განთავსებაზე ინფორმაციასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვიცით, რომ გრძელდება როგორც პროვოკაციული ქმედებები რუსეთისა და უკრაინის საზღვარზე ყირიმის რაიონში, ასევე ადგილი აქვს დივერსიის მცდელობებს. ამიტომაც, რუსეთის მხრიდან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები ვინმეს მიმართ საფრთხედ არ უნდა აღიქვან. ეს უნდა მიიღონ, როგორც რუსეთის მხრიდან სწორედ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რუსეთს ამის სრული სუვერენული უფლება აქვს“, - განაცხადა პესკოვმა.

როგორც გასული წლის დეკემბრის ბოლოს გახდა ცნობილი, 2018 წლის დასაწყისში ყირიმში სამხედრო მორიგეობა უნდა დაიწყოს საზენიტო სარაკეტო სისტემის С-400-ის ორმა დანაყოფმა.