მიხეილ სააკაშვილი გამოძიებისთვის საკუთარი ხმის ნიმუშის ჩაბარებაზე უარს ამბობს

მიხეილ სააკაშვილი გამოძიებისთვის საკუთარი ხმის ნიმუშის ჩაბარებაზე უარს ამბობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოძიებისთვის საკუთარი ხმის ნიმუშის ჩაბარებაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ უკრაინული „მეხუთე არხის“ ეთერში გენერალური პროკურორის მოადგილე ევგენი ენინმა განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცველები უახლოეს დღეებში ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოსთან საუბრების ჩანაწერების ექსპერტიზის შედეგებს გამოაქვეყნებენ.

„მსურს აღვნიშნო, რომ სააკაშვილი არანაირად არ უწყობს ხელს ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას, ვინაიდან მან უკვე რამდენიმეჯერ განაცხადა უარი საკუთარი ხმის ნიმუშების ჩაბარებაზე. ამით ის გარკვეულწილად ადასტურებს, რომ ხმა მისია, საუბარს კი ნამდვილად ჰქონდა ადგილი. მაგრამ სჯობს დაველოდოთ ოფიციალური ექსპერტიზის შედეგებს“, - განაცხადა ენინმა.