ვინც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოაწყო, ახლა სხვა საშუალებებს ეძებს ამის გასაკეთებლად

ვინც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოაწყო, ახლა სხვა საშუალებებს ეძებს ამის გასაკეთებლად

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი შეერთებულ შტატებში თურქი ბანკირის ატილას სასამართლო პროცესს გამოეხმაურა და ამას სახელმწიფო გადატრიალების ახალი მცდელობა უწოდა.

„ვინც 2016 წლის 15 ივლისს ჩვენ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოაწყო, ახლა სხვა საშუალებებს ეძებს ამის გასაკეთებლად. ატილას პროცესთან დაკავშირებული ცნობილი საქმე, რომელიც ახლა ამერიკაში მიმდინარეობს - ეს არის პოლიტიკური მისამართი იმისა, ვინც გადატრიალებას ცდილობს“, - განაცხადა ერდოღანმა.

აშშ-ში ატილა გასული წლის მარტში დააკავეს. მას ბრალად ედება ის, რომ ადრე შეერთებულ შტატებში დაპატიმრებულ ირანელ ბიზნესმენ რეზა ზარაბთან შეთქმულებაში შევიდა. მათი გეგმის მიხედვით, თურქეთიდან ირანში დიდი მოცულობის ტრანზაქციები უნდა მომხდარიყო, ირანისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლით. ზარაბმა დაადასტურა, რომ ქრთამის სახით თურქეთის პრემიერ-მინისტრს 50 მლნ. აშშ დოლარი ქრთამის სახით მისცა. მან ჩვენება ერდოღანის წინააღმდეგაც მისცა და თქვა, რომ შეთქმულებაზე მასაც ჰქონდა ინფორმაცია.