რუსეთის ფედერაციის მიერ სირიაში დატოვებული ძალები „ბოევიკების“ თავდასხმების მოსაგერიებლად საკმარისია

რუსეთის ფედერაციის მიერ სირიაში დატოვებული ძალები „ბოევიკების“ თავდასხმების მოსაგერიებლად საკმარისია

რუსეთის ფედერაციის მიერ სირიაში დატოვებული ძალები „ბოევიკების“ თავდასხმების მოსაგერიებლად სავსებით საკმარისია, თუმცა პოლიტიკური გზით სიტუაციის დარეგულირებისთვის მეტი ინტენსიურობაა საჭირო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„კონტიგენტი და სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც ჰმეიმიმისა და ტარტუსის ბაზებზე რჩება, ყველა იმ შესაძლებლობას ფლობს, რაც საჭიროა ტერორისტების პერიოდული შეტევების მოსაგერიებლად, რაც სამწუხაროდ, გაგრძელდება. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ პოლიტიკური ვითარების რეგულირებისთვის მეტი ინტენსიურობაა აუცილებელი“, - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განცხადება ჰმეიმიმსა და ტარტუსში შაბათს რუსულ ბაზებზე თავდასხმებთან დაკავშირებით გააკეთა.