სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი- აშშ სირიის ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი- აშშ სირიის ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

აშშ სირიის ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის საფუძველზე თურქულ სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას, მის ერთიანობასა და დემოკრატიულობას, სადაც ყველა ჯგუფის უფლებები დაცული იქნება. სირიის მომავალი თავად სირიელებმა უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

სააგენტო „ანადოლუსთან“ საუბრისას აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ კოალიციური ძალები, რომელთაც სათავეში შეერთებული შტატები უდგათ, ბრძოლას გააგრძელებენ, ვინაიდან მთავრობას ისლამური სახელმწიფოს დამარცხება არ შეუძლია.