საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩა №12-ში სამზონიანი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ და საბურთალოს მეექვსე ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა დაათვალიერეს.
სამუშაოების ფარგლებში, სკვერში საბავშვო გასართობი მოედნები მოეწყო, სადაც სხვადასხვა ატრაქციონები დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯეო პარკმა“ განახორციელა.