ვისი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ჩატაევი ციხიდან გაათავისუფლეს, საქართველოდან გაუშვეს და შემდეგ ისე გადმოიყვანეს, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო

ვისი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ჩატაევი ციხიდან გაათავისუფლეს, საქართველოდან გაუშვეს და შემდეგ ისე გადმოიყვანეს, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო

ჩემთვის რაც ყველზე მნიშვნელოვანი კითხვაა, პასუხგაუცემელი რჩება - ვისი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ჩატაევი საქართველოდან გაუშვეს? - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის კომენტირებისას განაცხადა.

კაპანაძის თქმით, დღევანდელი სპეცოპერაციის ყველა დეტალი მაქსიმალურად უნდა იყოს გასაჯაროებული.

„მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სპეცოპერაციები მსხვერპლისა და დანაკარგის გარეშე ტარდებოდეს. ჩემთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, ის პასუხგაუცემელი რჩება - ვისი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ჩატაევი საქართველოდან გაუშვეს, მანამდე ციხიდან გაათავისუფლეს და შემდეგ საქართველოში ისე გადმოიყვანეს, რომ ამაზე ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო?“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.