ზვიად რატიანის საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მიმდინარეობს მოწმეთა დკითხვა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ჯერ მხოლოდ სამი დღეა, რაც გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ მტკიცებულებების დიდი ნაწილი მოსაპოვებელია.
"პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით. საქმეზე დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. ჯერ მხოლოდ სამი დღეა, რაც გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ მტკიცებულებების დიდი ნაწილი მოსაპოვებელია", - განაცხადა გაბიტაშვილმა.
როგორც ცნობილია, პოეტი ზვიად რატიანი სამართალდამცავებს ცემაში ადანაშაულებს, რაზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.