პანკისში დაკავებულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის ჯერ თურქეთში ტრანსპორტირება, შემდეგ კი საქართველოში უკანონოდ შემოსვლა

პანკისში დაკავებულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის ჯერ თურქეთში ტრანსპორტირება, შემდეგ კი საქართველოში უკანონოდ შემოსვლა

პანკისის ხეობაში დღევანდელი სპეცოპერაციისას დაკავებული პირები ახმედ ჩატაევის საქართველოში უკანონოდ შემოყვანაში არიან ეჭვმიტანილნი.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდეგ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში“, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.