პანკისში დაკავებულმა თემილა მაჩალიკაშვილმა სცადა ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა, რის გამოც პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა

პანკისში დაკავებულმა თემილა მაჩალიკაშვილმა სცადა ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა, რის გამოც პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა

სუს-ის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირები დაკავშირებული არიან თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან და წარმოადგენენ მათ ხელშემწყობ პირებს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

გიორგობიანის თქმით, დაკავებულმა თემილა მაჩალიკაშვილმა სცადა წინააღმდეგობა გაეწია პოლიციისთვის.

„თემილა მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისათვის. კერძოდ, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემილა მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. იგი ამჟამად ჰოსპიტალიზებულია“, - განაცხადა გიორგობიანმა.