თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილის ინფორმაციით, სასტუმრო „რუმს თბილისში“ ხანძარი მე-5 სართულის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა, სადაც განთავსებულია საკომუნიკაციო და სავენტილაციო შახტები და გამწოვები. მისივე თქმთ, სასტუმროს საცხოვრებელ ნომრებში ხანძარი არ ყოფილა.
როგორც გელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამ მომენტისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, არის ფაქტობრივად ლიკვიდირებული და ამ ეტპზე მიმდინარეობს მთელი პერიმეტრის შესწავლა-დათვალიერება.
„შეტყობინება ხანძრის შესახებ 00:31 საათზე შემოვიდა. ადგილზე მობილიზებული იყო 15 ერთეული სახანძრო-სამაშველო დანაყოფი, მათ შორის - სამი სამაშველო და ორი მექანიკური. დაახლოებით 3-4 წუთში ადგილზე გამოცხადდა პირველი ორი დანაყოფი, რომლებმაც მცხოვრებთა ევაკუაცია განახორციელეს. ეს პროცესი ძალიან სწრფად ჩატარდა. დაახლოებით 5 წუთში მცხოვრებლები შენობის გარეთ იყვნენ. ხანძრის შედეგად მეხუთე სართულის სასხვენო გადახურა იწვოდა. დაიწვა დაახლოებით 180 კვმ ფართობი. დაშავებული არავინაა“, - განაცხადა დავით გელაშვილმა
წინასწარი ინფორმაციით, სასტუმრო "რუმს თბილისში" ცეცხლი მეხუთე სართულიდან გავრცელდა. კონკრეტულად რამ გამოიწვია ხანძარი, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე არსებულ ვითარებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. სასტუმრო "რუმს თბილისთან" ის წუხელვე იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო 15 სახანძრო მანქანა. "სასტუმროდან" მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა.