"დინამოს" სტადიონთან ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

"დინამოს" სტადიონთან, ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ერთი ქალი მძიმე მდგომარეობაში გადაყვანილია სტაციონარში. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

"დინამოს" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე  5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.