რომან გოცირიძე „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ - არ გვინდა, სახელმწიფოს მართული მონსტრი, რომელიც 50 მილიონს შეჭამს და რეიტინგი 0, 3%-ს ვერ ცდება

რომან გოცირიძე „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ - არ გვინდა, სახელმწიფოს მართული მონსტრი, რომელიც 50 მილიონს შეჭამს და რეიტინგი 0, 3%-ს ვერ ცდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ცდილობს, უზარმაზარი ფინანსური სასტარტო მდგომარეობით შევიდეს კონკურენციაში და დამატებით პრივილეგიას ითხოვს.

„საქართველოში ტელევიზიების სიმრავლე არის ქვეყნის მონაპოვარი და ეს არის თავისუფალი მედია, რომელიც ემსახურება ქვეყანას. ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” უნდა, რომ ფული ჯიბეში ჩაუდონ და სხვებს წაართვან ის კაპიკები, რომელსაც შრომით იღებენ. წუხელ ჟურნალისტები წავიდნენ ღამის ოთხ საათზე და ეს ადამიანები შრომით შოულობენ თანხას. ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” 52 მილიონ ლარს იღებს ბიუჯეტიდან და კონკურენციაში შედის ასეთი უზარმაზარი ფინანსური სასტარტო მდგომარეობით, რომელიც არის მთელი სარეკლამო თანხის ნახევარზე მეტი და ითხოვს დამატებით პრივილეგიას. ჩვენ ვიცავთ სიტყვის თავისუფლებას, ვიცავთ კერძო მედიასექტორს, ჩვენ არ გვინდა, სახელმწიფოს მართული მონსტრი, რომელიც 50 მილიონს ისე შეჭამს და რომლის რეიტინგიც 0, 3%–ს ვერ ცდება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.