ჩუღურეთის რაიონში ავარიული შენობის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში ავარიული შენობის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის N41-ში მდებარე ავარიული შენობის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

ორსართულიანი სახლის პირველი და მეორე სართულების დამაკავშირებელი კონსტრუქციის ჩამონგრევის გამო, ორი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

რაიონის გამგეობა შენობის გამაგრებას კანონით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით ახორციელებს. აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები პირები საკუთარ საცხოვრებელ სახლებს ახალ წელს დაუბრუნდებიან.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობა 30 000 ლარით აფინანსებს.