ილია წულაია: მე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ პროექტს, რომლის პრეზენტაციაც ორი დღის წინ განახორციელა

ილია წულაია: მე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ პროექტს, რომლის პრეზენტაციაც ორი დღის წინ განახორციელა

ჩვენი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.  მართლაც, არაერთი მნიშვნელოვანი დაპირება გაიცა წინასაარჩევნოდ კახა კალაძის მხრიდან. იყო კითხვები, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად რეალური იყო პროექტი.

მოგეხსენებათ, ერთი თვეა კახა კალაძე თბილისის მერი და უკვე ისეთი  მასშტაბური პროექტი, როგორიც არის ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, მისი პრეზენტაცია განახორციელა.

ამ პროექტში, მოგეხსენებათ, და მე მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ     52 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. მოეწყობა მთლიანი ტერიტორია. მოეწყობა ასევე 150 მიწისქვეშა ავტოსადგომი და ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი, სადაც იქნება ასევე არაერთი ტურისტული მარშუტი და კიდევ უფრო გაზრდის ტურისტებისთვის ჩვენი დედაქალაქის მიმზიდველობას.

დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ბოლო პროექტი და არაერთი ასეთი მასშტაბური პროექტის  პრეზენტაცია მოხდება და მომავალში განხორციელდება ჩვენი დედაქალაქის მერის მიერ და მე დარწმუნებული ვარ, ის მოლოდინები და ის მანდატი, რაც აქვს მას მინიჭებული, ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობის მიერ, აუცილებლად გამართლდება და ძალიან წარმატებულად განახორციელებს მის საქმიანობას.