ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ, არ მჭირდება ასეთი ქება, გია გაჩეჩილაძემ თავისი სიტყვები წაიღოს უკან

ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ, არ მჭირდება ასეთი ქება, გია გაჩეჩილაძემ თავისი სიტყვები წაიღოს უკან

ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ. არ მჭირდება ასეთი ქება, თავისი სიტყვები წაიღოს უკან, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებს.

მისი თქმით, ტარიელ ხეჩიკაშვილი არის ძალიან ღირსეული ადამიანი და “მას არასდროს შეურევია თავისი სახელმწიფოებრივი და ბიზნეს საქმიანობა”.

"ტარიელ ხეჩიკაშვილმა თავისი მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი გააკეთა. დაასრულა გაუთავებელი კონფლიქტები სპორტულ ფედერაციებში. ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა წამოიწყო ახალგაზრდობისთვის. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ. არ მჭირდება ასეთი ქება, თავისი სიტყვები წაიღოს უკან",- განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი გაჩეჩილაძემ გუშინ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია "სიტროინ ჯორჯიამ" უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.

მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

"სიტროინ ჯორჯია" ახალი კომპანიაა. "სიტროინი"ფრანგების მულტინაციონალური კომპანიაა, საფრანგეთის მთავრობაც ფლობს გარკვეულ წილს ისევე როგორც კერძო სტრუქტურა. ყველაზე კარგი და ძალიან დაბალი ფასი დააფიქსირა და ისე მიიღო მონაწილეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებზე გამოცხადებულ ტენდერში. ეს ტენდერი მოიგო", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, "სიტროინის" მოგების შემდეგ, ეს ტენდერი გაუქმდა.

"მინდა, რომ გასაჩივრდეს ახლა კონკურენციის სააგენტოში, რომელსაც ხელმძღვანელობს ნოდარ ხადური და გამოიტანოს ობიექტური დასკვნა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.