გიორგი ხატიძე: თბილისის მერის ინიციატივა დროულია

გიორგი ხატიძე: თბილისის მერის ინიციატივა დროულია

დეპუტატ გიორგი ხატიძის განცხადებით, საჭიროა ახალი რეგულაციების დამუშავება მწვანე ნარგავების დასაცავად და თბილისის მერის ინიციატივა დროულია.

"საჭიროა ახალი რეგულაციების დამუშავება მწვანე ნარგავების დასაცავად. თბილისში დადგა ის დრო, როდესაც ახალი ბინის შეძენისას ადამიანები გარემოზე და საცხოვრებლის ირგვლივ სიმწვანეზე ფიქრობენ. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის", - განაცხადა გიორგი ხატიძემ.