საპარლამენტო დელეგაციის ინიციტივით, ოლივერ უორდროპის საფლავზე მემორიალის გახსნის ცერემონიალი ჩატარდა

საპარლამენტო დელეგაციის ინიციტივით, ოლივერ უორდროპის საფლავზე მემორიალის გახსნის ცერემონიალი ჩატარდა

საპარლამენტო დელეგაცია სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ლონდონში ვიზიტად იმყოფება.

კანონმდებლებმა, ქართველი ხალხის სახელით, სევენოუქსში, ოლივერ უორდროპის საფლავზე, მემორიალის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა სადაც, საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში, საელჩოს თანამშრომლები, ადგილობრივი სამღვდელოების წარმომადგენლები და სევენოუქსის საეკლესიო საბჭოსა და კრების წევრები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სოფიო ქაცარავამ, სადაც ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის საუკუნოვან და მჭიდრო ურთიერთობებზე, რაც მისი თქმით, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მჭიდრო ხდება.

„დიდი პატივია ჩემთვის ამ ღონისძიების გახსნა, ვინაიდან ოლივერ უორდროპი იყო ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობებს და უდიდესი ღვაწლი შეიტანა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, კულტურული და ხალხთა შორის კავშირების განვითარებაში", - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

ლონდონში, საქართველოს საელჩოში „მეოთხედი საუკუნე, ბრიტანეთი-საქართველო" ფილმის ჩვენება მოეწყო, რომელსაც სტუდენტები, ბრიტანეთის ყოფილი ელჩები საქართველოში და ლონდონში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ. დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს სოფიო ქაცარავამ და თამარ ბერუჩაშვილმა. სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ბრიტანეთი-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს და აღნიშნა, რომ ეს ფილმი არის ერთგვარი სიმბოლო, თუ რა გზა განვლო საქართველომ თავის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად დამოუკიდებლობიდან დღემდე.