"ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტის ზაზა შენგელიას განცხადებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალი თავმჯდომარე კახა ბექაური არის თავისი საქმის პროფესიონალი და გამორჩეული ხელმძღვანელი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის არსებობს ისტორიაში.
"მე კახას 17 წელია რაც ვიცნობ. ჩვენ ერთად ვქმნიდით საზოგადოებრივ მაუწყებლობას საქართველოში. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ ერთად. მე ვფიქრობ, რომ კახასნაირი პროფესიონალები ცოტა არიან. კახი არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად კომპეტენტური კომისიის თავმჯდომარე. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა ამ სფეროში", - განაცხადა ზაზა შენგელიამ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ კახა ბექაური 2 მაისს აირჩიეს.