უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს
საპარლამენტო უმრავლესობის ოპიზციას ბრალდებებს პასუხობს და მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმას წარმატებულად აფასებს.
თალაკვაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტის და მთავრობის გადაწყვეტილება ამ რეფორმასთან დაკავშირებით თანმიმდევრულია, რადგან ეს პროექტი იწყება მას შემდეგ, რაც ჩვენი მმართველობის პერიოდში კერძო სექტორში 133 000 ადამიანით მეტია დასაქმებული.
„ჩვენი რეფორმების შედეგად ბიზნესს 2017 წელს 360 მილიონი ლარი დარჩა გაფართოების და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ბოლო 10 თვის მონაცემებით მთავრობამ 90 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურებასა და მიმდინარე ხარჯებზე. რეფორმის ამოცანა - ეფექტურობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება, მცირე მთავრობისკენ მოძრაობა - დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.