საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო წილოსანის განცხადებით, 2018 წლის გაზრდილი ბიუჯეტი სწორედ იმ პრიორიტეტების განხორციელებას მოხმარდება, რომლებიც კალაძის წინასაარჩევნო დაპირებებში იყო ჩამოთვლილი.
"ქალაქის მთავარი ტრანსპორტით - მეტროთი გადაადგილება უფრო მოხერხებული იქნება :ახალი ბიუჯეტით მოდერნიზდება მეტროს ვაგონები, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის და გაიზრდება მეტროს ვაგონების რიცხოვნობა, რაც ლოდინის ინტერვალსაც შეამცირებს და უფრო მეტი მგზავრის გადაყვანასაც უზრუნველყოფს.
ამასთან ერთად, წინა წლებთან შედარებით 3-ჯერ იზრდება თანხები დედაქალაქის გამწვანებისთვის, რადგან სწორედ მწვანე ინფასტრუქტურაა თბილისელების ერთ-ერთი მთავარი დაკვეთა. სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით მეტი თანხის მობილიზება და ქალაქის თვითმმართველობის სწორი აქცენტები მალე თვალნათლივ მოიტანს დადებით შედეგს.
კალაძის პირველი სამუშაო წელი - დამატებით მობილიზებული 60 მლნ ლარი და მაქსიმალური აქცენტი თბილისისა და თბილისელების პრიორიტეტებზე", - ნათქვამია წილოსანის განცხადებაში.