საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, სააკაშვილის ქმედებები ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, სააკაშვილის ქმედებები ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუატატის სოსო მანჯავიძის განცხადებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ბოლო დროინდელი ქმედებები ყველაზე მეტად რუსეთისთვისაა ხელსაყრელი.

საუბარში მანჯავიძემ აღნიშნა, რომ უკრაინის დესტაბილიზაციას რუსეთი კარგად იყენებს.

„ობიექტურად რომ მივუდგეთ საკითხს, უკრაინაში შიდა არეულობა აწყობს რუსეთს, რადგან მათ ძალიან მძიმე ურთიერთობები აქვთ ამ ქვეყანასთან. მოკლედ, მძიმე პოლიტიკური პრობლემები აქვთ. ანუ ობიეტურად, რომ ვთქვათ: უკრაინის დესტაბილიზაცია რუსეთისთვის ძალიან ხელსაყრელია. უკრაინის ხელისუფლებამ საქმე მიიყვანა იქამდე, რომ ზღვარგადასული კორუფცია არ შეცვლილა. სააკაშვილი უკრაინას უდიდეს თავისტკივილად გადაექცა. ორი ობიექტური რეალობაა, რაც შეეხება უშუალოდ კრემლის დავალებას ამის დამტკიცებას, უკრაინის პროკურატურა შეეცადა, მაგრამ მათ მიმართ ნდობა ძალიან შესუსტებულია. იმდენად მცირეა, რომ ძალიან ბევრი მიმოხილველი და საზოგადოების დიდი ნაწილი არ ენდობა. ფაქტია, რომ სააკაშვილის მოქმედებები ზოგადად ძალიან ხშირად გამოყენებულია რუსეთის მიერ“, -განაცხადა მანჯავიემ.

უკრაინის გენერალური პროკურატურა ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ბრალს სამი მუხლით უყენებს. ამის შესახებ გენპროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა. სააკაშვილს ბრალი შემდეგი მუხლებით წაუყენეს: „თავდასხმა“, „დანაშაულის ჩადენა ჯგუფურად“ და „დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევა და მისი დანაშაულის დაფარვა“, – წერს სარგანი ტვიტერზე.

სააკაშვილის ძებნა უკრაინის ეროვნული პოლიციის ოპერატიულ ქვედანაყოფებსა და უშიშროების სამსახურს დაევალა, – აცხადებს ლარისა სარგანი.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სააკაშვილზე ძებნა გუშინ გამოაცხადა. საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ სააკაშვილი დაკითხვაზე არ მივა.