ყველაფერი გაკეთდება, რომ აპატრიდი სააკაშვილი 24 საათში გამოძიების წინაშე წარდგეს

ყველაფერი გაკეთდება, რომ აპატრიდი სააკაშვილი 24 საათში გამოძიების წინაშე წარდგეს

უახლოესი 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გადასცენ უწყება იმის თაობაზე, რომ ის ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის საქმეზე. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„24 საათში უკრაინის სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა აპატრიდი სააკაშვილი გამომძიებლების წინაშე წარდგეს და მას ოფიციალურად განუცხადონ, რომ ის სისხლის სამართლის საქმეზე ეჭვმიტანილია, ხოლო შემდეგ კი სასამართლოს წინაშე წარდგება“, - განაცხადა იური ლუცენკომ.

მიხეილ სააკაშვილი დღეს დაკავებული იყო უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით მიმდინარე საქმეზე. აღნიშნული მუხლი ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო.