რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის დადებულ „შეთანხმებას“ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალების“ რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ.
ახლა აღნიშნული „შეთანხმება“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გაეგზავნება, რომელმაც ის რატიფიცირებისთვის პარლამენტს უნდა წარუდგინოს.
„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. შეიარაღებული ძალების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმება“ 31 მარტს მოსკოვში გაფორმდა.