პარლამენტის თბილისის და ქუთაისის სასახლეებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პარლამენტის თბილისის და ქუთაისის სასახლეებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" მომხდარი ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის, თბილისის და ქუთაისის სასახლეებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს გარდაცვლილთა ოჯახებს.​