ძალიან მძიმე სანახავია, რომ სპეცოპერაცია პირდაპირ ეთერში მიდის

ძალიან მძიმე სანახავია, რომ სპეცოპერაცია პირდაპირ ეთერში მიდის

ძალიან მძიმე სანახავია, რომ სპეცოპერაცია პირდაპირ ეთერში მიდის - ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას არ აქვს, პასუხისმგებლობა აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განუცხადა.

”ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პასუხისმგებლობა ხშირად გააზრებული არ არის. პერიმეტრი დიდია და ყველა არხის გადაკეტვა შეუძლებელია. ეს პასუხისმგებლობა პირადად უნდა მომდინარეობდეს და სხვათა პასუხისმგებლობაზეც არის დამოკიდებული”, - განუცხადა ჟურნალისტებს ნარჩემაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საქმეს, ნარჩემაშვილის თქმით, შეფასებების გაკეთება ამ ეტაპზე ნაადრევია და ყველა უსაფრთხოების სამსახურების განცხადებას უნდა დაელოდოს.