ძალიან ეფექტურები და სწრაფები ვიქნებით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, რომელიც აბსოლუტურად სწორად ჩაჯდება ქალაქის ურბანული განვითარების ფარგლებში, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცახადა.
„2018 წლის ბიუჯეტი, რომელსაც ჩვენ ხელახლა გადავამუშავებთ მორგებული იქნება წინასაარჩევნო დაპირებაზე და პრიორიტეტებზე, რომელზეც არაერთხელ გავჟღერეთ და მოიცავს 7 მიმართულების რეალობაში განხორციელებას. ეს არის ქალაქის ინფრაქტრუქტურული განვითარება და იმავდროულად სწორი ურბანული განვითარება, მათ შორის, მწვანე სივრცეების აღდგენა და ახლების განვითარება. ამასთან, იმედი გვაქვს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შედეგად გაზრდილი იქნება თბილისის ბიუჯეტი და ეს ბიუჯეტი მოხმარდება მათ შორის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებას. დაკორექტირება აუცილებლად დასჭირდება ბიუჯეტს, რათა ჩვენ უკვე 2018 წელს ბევრად ეფექტიანები ვიყოთ. მათ შორის, ქალაქის ურბანული განვითარების და ასევე ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით, რომელიც მათ შორის სატრანსპორტრო განვითარებისთვისაა აუცილებელი. ჩვენ არ გვქვს არც ერთი წელი და არც ერთი თვე დასაკარგი. გარდა იმისა, რომ სისტემურ ცვლილებებს ვგეგმავთ, სამართლებრივი და ინსტიტუციური კუთხით, ძალიან ეფექტურები და სწრაფები ვიქნებით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, რომელიც აბსოლუტურად სწორად ჩაჯდება ქალაქის სწორი ურბანული განვითარების ფარგლებში. რა კონკრეტული პროექტები განხორციელდება, ამაზე ძალიან მალე იქნება ინფორმაცია ცნობილი. მას შემედგ რაც თვის ბოლომდე გადავამუშავებთ ბიუჯეტს, თქვენს წინაშე წარვდგებით იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელსაც განვახორციელებთ, როგორც საკუთარი ბიუჯეტით, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
თავის მხრივ, დედაქალაქის ბიუჯეტის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით კომენტარი ჟურნალისტებთან თბილისის მეორე მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა, თუ რა მოცულობით უნდა გაიზარდოს ბიუჯეტი.
გარდა ამისა, ბენდელიანმა თავის საკურატორო სფეროებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი კურატორობის სფეროში შედის დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახური, ინფრასტრუქტურის სამსახური, ასევე, თბილისის განვითარების ფონდი, შესყიდვების საქალაქო სამსახური, უსაფრთხოების სამსახური და თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორია.