ამერიკელი მკვლევარი 2008 წლის ომზე: შეერთებულმა შტატებმა სააკაშვილი შეაგულიანა, ის დაარწმუნეს, აუნთეს ე.წ. მოციმციმე ყვითელი, დააჯერეს რომ ეს შერჩებოდა, რომ მიეხმარებოდნენ კიდევაც და აი, სწორედ ასე ჩააგდეს ყველა უდიდეს საფრთხეში

ამერიკელი მკვლევარი 2008 წლის ომზე: შეერთებულმა შტატებმა სააკაშვილი შეაგულიანა, ის დაარწმუნეს, აუნთეს ე.წ. მოციმციმე ყვითელი, დააჯერეს რომ ეს შერჩებოდა, რომ მიეხმარებოდნენ კიდევაც და აი, სწორედ ასე ჩააგდეს ყველა უდიდეს საფრთხეში

ომი დაიწყო 7 აგვისტოს ღამეს, როდესაც სააკაშვილმა წამოიწყო შეტევა. თავისთავად ამერიკელებმა თავი მოიკატუნეს, ვითომ ყველაფერი რუსებმა დაიწყეს. ყველა ჟურნალისტური მასალა, ევროკომისიის ანგარიშიც ზუსტად აღწერენ მომხდარს, რუსებს კი პასუხის გაცემა მეორე დღის დაახლოებით 11 საათამდე არ დაუწყიათ. შემდგომ კი გამოგზავნილი ერთ-ერთი კოლონა სწორედ როკის გვირაბის გავლით იქნა მიმართული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკელმა ჟურნალისტმა და მწერალმა სკოტ ჰორტონმა 2008 წლის ომთან დაკავშირებით საუბრისას.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მმართველთა დონეზე სხდომა შედგა, რომელსაც ესწრებოდა პრეზიდენტი, ვიცე - პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მდივანი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, ამ კალიბრის ხალხი ესწრებოდა ამ სხდომას. დიკ ჩეინი და მისი გუნდი კი - ჩემს წიგნში ორი წყარო ადასტურებს, რომ თავად დიკ ჩეინი აცხადებდა, ორი სხვა წყარო კი ამტკიცებს, რომ ეს ვიცე პრეზიდენტის გუნდის წევრები იყვნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიცე პრეზიდენტის მხარე ითხოვდა რუსების სამხედრო კოლონაზე დარტყმის მიყენებას.

მათ სურდათ როკის გვირაბის ჩახერგვა და ამ გვირაბში მოყოლილი რუსების ჩახოცვა. ვინც გადარჩებოდა, უკან გაძვრებოდა. ჯორჯ ბუშ უმცროსმა უარი განაცხადა ამ გეგმაზე, იმ დროს მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სტეფან ჰედლი ჩაერია და უზრუნველყო, რომ ყველა დამსწრეს ამ წინადადებაზე უარი განეცხადებინა. საბედნიეროდ ვიცე პრეზიდენტის წინადადება არ გაიზიარეს.

უმნიშვნელოვანესია ის, რომ ჯორჯ ბუში უმცროსი სრული იდიოტია. ყველაფერი, რაც მას გაუკეთებია, სისულელეა და არასწორი. უმრავლეს შემთხვევაში კი ეს დიკ ჩეინის შემოქმედება გახლდათ. დიკ ჩეინის თავის დროზე სულ ცოტა დააკლდა, რომ თავად ყოფილიყო პრეზიდენტი. ჯორჯ ბუში რომ მოულოდნელად კიბეებზე დაგორებულიყო, სწორედ დიკ ჩეინი იქნებოდა მმართველი. შესაძლებელი გახდებოდა რუსეთის ფედერაციასა და ნატოს შორის ომი და სავარაუდო გახდებოდა თერმობირთვული ჰოლოკოსტი, ყველაფრის მიზეზი კი იქნებოდა საქართველოს კონტროლი მის ერთ-ერთ ურჩ რეგიონზე. ეს დასტურია ამერიკის მიერ სხვის საქმეში ჩარევის შედეგისა, და კოლექტიური უსაფრთხოების დოქტრინის.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ვაშინგტონის გადმოსახედიდან, თუ ისინი ყველას მისცემენ დაპირებებს, არავინ არავის დაუწყებს დავას, ვინაიდან არავის სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაპირისპირება. სწორედ ამიტომაც ამერიკელი რადიკალები იტყვიან, რომ დიახ, საჭირო იყო უკრაინისა და საქართველოს ნატოში უფრო სწრაფად გაწევრიანება, მაშინ რუსეთი ვეღარაფერს იზამდა. მაგრამ პრობლემაა, რომ ეს დიდი ტყუილია და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.

ჩვენ თუ ყველას თავდაცვით გარანტიებს დავურიგებთ, მშვიდობა იქნება მანამ, სანამ დაიწყება ომი და უკვე ამერიკის შეერთებული შტატებია პასუხისმგებელი თითქმის, ყველა სასაზღვრო დავაზე მსოფლიოში. ეს არის სიგიჟე და აღემატება ჩვენს ძალებს. ამავე დროს გვაპირისპირებს ბირთვულ სახელმწიფოებთან, როგორიცაა რუსეთის ფედერაცია. ხომ არ უნდა გამოვიყენოთ გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ინსტრუმენტად, რათა მოვაგვაროთ სასაზღვრო დავები? რა უნდა იყოს სამხრეთ ოსეთის სტატუსი? ყველა უნდა დაჯდეს და სცადოს მორიგება, რათა თავიდან ავიცილოთ ძალადობრივი კონფლიქტი.

მაგრამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ვითარებაში სააკაშვილი შეაგულიანა, ის დაარწმუნეს და აუნთეს ეგრეთწოდებული მოციმციმე ყვითელი. დააჯერეს რომ ეს შერჩებოდა, დააჯერეს რომ მიეხმარებოდნენ კიდევაც და აი, სწორედ ასე ჩააგდეს ყველა უდიდეს საფრთხეში. მე გესაუბრებით, როგორც ამერიკელი. ვისურვებდი რომ ჩემს სახელმწიფოს ზედმეტი დაპირებები არ გაეცა, თქვენ კი ქართველებმა, ეს დაპირებები არ უნდა მიიღოთ, ვინაიდან ამ პირობის შესრულებას არ ვაპირებთ. ჩვენ არ დაგიცავთ, ისევე როგორც ჯორჯ ბუში არ აპირებდა 82-ე საპარაშუტო დივიზიის სამხრეთ ოსეთში გადასხმას რუსების გასაყრელად“, - აღნიშნა სკოტ ჰორტონმა.