კახა კალაძე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელად კახაბერ გვანცელაძეს წარადგენს

კახა კალაძე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელად კახაბერ გვანცელაძეს წარადგენს

თბილისის ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად კახაბერ გვანცელაძე დაინიშნება. გვანცელაძე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას დროს დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

კახაბერ გვანცელაძეს თბილისის ახალი მერი, კახა კალაძე დღეს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 13 ნოემბერს დატოვა.