ჩინეთის ელჩი:  გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს აღმშენებლობაში დიდ როლს ასრულებს

ჩინეთის ელჩი: გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს აღმშენებლობაში დიდ როლს ასრულებს

გიორგი კვირიკაშვილი დიდ როლს ასრულებს საქართველოს აღმშენებლობაში - ეს განცხადება ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოების დასრულების პრეზენტაციაზე საქართველოში ჩინეთის ელჩმა გააკეთა.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში არსებობს ბატონი კვირიკაშვილისნაირი სტრატეგიული ხედვის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც დიდ როლს ასრულებს საქართველოს აღმშენებლობაში და საქართველოსთვის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის მნიშვნელოვანი ფუნქციის მინიჭების საქმეში, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ორი ქვეყნის ხანგრძლივი ურთიერთობების მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ვეთანხმები ბატონი პრემიერ-მინისტრის შეფასებას ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და აბრეშუმის გზის პროექტის შესახებ. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში არსებობს ბატონი კვირიკაშვილისნაირი სტრატეგიული ხედვის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც დიდ როლს ასრულებს საქართველოს აღმშენებლობაში და საქართველოსთვის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის მნიშვნელოვანი ფუნქციის მინიჭების საქმეში", - განაცხადა ძი იანჩიმ.

ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი 8,5 კმ-იანი სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებას, დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.