ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში უცნობმა შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. ამის შესახებ გაზეთი El Pais წერს.
გაზეთის ინფორმაციით, ის ზონა, სადაც Bankia-ს ფილიალი მდებარეობს, პოლიციას აქვს გარშემორტყმული.
რამდენი ადამიანი იმყოფება ბანკში, ჯერჯერობით უცნობია.