პარლამენტში იმ კომიტეტების რეორგანიზაცია, რომელთა პროფილური სამინისტროები აღარ იარსებებს, არ იგეგმება. საუბარია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ევროპასთან ინტეგრაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტებზე, ასევე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტზე, რომლის პროფილური სამინისტრო ერთი წელია რაც აღარ არსებობს.
როგორც ამასთან დაკავშირებით ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა, კომიტეტების რეორგანიზაცია - მათი გაუქმება-გაერთიანება ამ მოწვევის პარლამენტში არ იგეგმება.