ბიუჯეტი გვინდა მოვარგოთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას, რომ დავიწყოთ იმ პროექტების განხორციელება, რომელზეც ვსაუბრობდით

ბიუჯეტი გვინდა მოვარგოთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას, რომ დავიწყოთ იმ პროექტების განხორციელება, რომელზეც ვსაუბრობდით

ბიუჯეტი გვინდა მოვარგოთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მთავრობის პირველივე სხდომაზე მოხდება დავალების მიცემა, რომ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი იქნას გამოთხოვილი საკრებულოდან.

"ბიუჯეტს რაც შეეხება, მთავრობის პირველივე სხდომაზე მოხდება ჩვენი მხრიდან დავალების მიცემა ბიუჯეტის გამოთხოვის შესახებ. ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი წინასაარჩევნო პროგრამა, სადაც გაწერილია 4- წლიანი განვითარების გეგმა და შესაბამისად, ბიუჯეტი გვინდა მოვარგოთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას, რომ დავიწყოთ იმ პროექტების განხორციელება, რომელზეც ვსაუბრობდით. ძალიან ბევრი სიახლე იქნება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის თანხა იყოს გაზრდილი, რათა უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იყოს შესაძლებელი 2018 წელს", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის ბიუჯეტი უკვე საკრებულოშია წარდგენილი.